1. პროექტის სახელი:ხარაგაული.
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ღრმად სწავლობენ ხარაგაულის ისტორიას,აწყობენ ექსკურსიებს ხარაგაულის ღირშესანიშნავ ადგილებში.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან იმერეთის ერთ–ერთი რაიონის ხარაგაულის ისტორიას. მოიპოვებენ ამ რაიონის შესახებ ლეგენდებს,თქმულებებს ,იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა რაიონის მონაცემებს. მოიპოვებენ ინფორმაციას ლიტერატურიდან,ხელოვნებიდან,ფოლკლორიდან.
4. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებს და უფრო ღრმად შეისწავლიან ისტორიას, გადაიღებენ ფოტო–სურათებს,ვიდეო მასალას,შექმნიან ნახატებს,გააკეთებენ ჩანაწერებს.
5. მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
6. მონაწილეთა ასაკი: 12 დან 18 წლამდე.
7. ვადები /ხანგრძლივობა:2010–2011 სასწავლო წელი.
8. პროექტის შესაძლო აქტივობები: ხარაგაულის ისტორიის ,კულტურის ,ტრადიციების,სამკურნალო კურორტების, მინერელური წყლების,გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება,ელექტრონული ჟორნალის შექმნა,სლაიდების მომზადება. საკუთარი ნახატებისა და ფოტო–სურათების მომზადება–გამოფენა,პოეზიის საღამოს მოწყობა.
9. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: პრეზენტაცია, შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ–გალერეა სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები, ბუკლეტის შექმნა.
10. სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები გაიღრმავებენ ცოდნას ხარაგაულის შესახებ.
11. სამუშაო ენა: ქართული.
12. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ– ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში(ინფორმაციის მოპოვება,პრეზენტაციის მოწყობა და ბლოგის შექმნა.
13. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
14. პროექტის ფასილიტატორი: მერი მაღრაძე.
15. პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: m.magraze.@gmail.com
16. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:mmagraze.blogspot.com
No comments:
Post a Comment